Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | აღმაშენებლის გამზირის რესტავრაციის პროცესი სექტემბრის ბოლოს დასრულდება
GBC news
24 August 2016, 11:21

თბილისი (GBC) - პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში დ. აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროცესი დასასრულს უახლოვდება. 

სამუშაო პროცესი 3 ძირითად სამუშაო მიმართულებას მოიცავს.  შენობების აღდგენა-განახლება; კომუნიკაციების შეცვლა-ახლის მოწყობა, გამზირის კეთილმოწყობა. 

თბილისის განვითარების ფონდის ცნობით, შენობებზე სამუშაოების დიდი ნაწილი, რომელიც 2016 წლის 5 თებერვალს დაიწყო, დასრულებულია. დარჩენილი სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს. წლის ბოლომდე დასრულდება ყველა ის დამატებითი სამუშაოც, რომლებიც უკავშირდება განსაკუთრებით ავარიულ მდგომარეობაში მყოფი შენობების დემონტაჟს და ახლის მშენებლობას.

მიმდინარეობს კომერციული და საცხოვრებელი ფართების იმ ნაწილების სარემონტო სამუშაოები, რომლებიც საჭიროებს აღდგენას შენობების კონსტრუქციული გამაგრების აუცილებლობიდან გამომდინარე.

 სამუშაოები განხორციელდა, წინასწარ მომზადებული პროექტების მიხედვით, საავტორო ზედამხედველობით და არქიტექტორების აქტიური მონაწილეობით. 

ამასთან, 45 შენობიდან, რომლებზეც მიმდინარეობს სამუშაოები, 38 ისტორიულ-კულტურული ძეგლია, რომლებსაც მაქსიმალურად შეუნარჩუნდათ ისტორული იერსახე. 

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი